აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვები.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდ დიღომში, გამწვანების აქცია ჩატარდა. აღნიშნული ტერიტორია საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მდებარეობს და თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან უკვე მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა სრულდება.
დღეიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთი Mastercard-თან ერთად მომხმარებლებს ‘ახალი’ ბარათის აღებისას განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს: ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ‘ახალ’ Mastercard ტიპის ბარათს აქციის განმავლობაში აიღებს, აქვს საშუალება ჩაერთოს აქციაში და ბარათით ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალზე ან ელ. კომერციაში მინიმუმ 50 ლარის გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 50%-მდე (მაქსიმუმ 25 ლარს) საბარათე ანგარიშზე.
თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე.
ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა.
თბილისი, 21 ოქტომბერი 2022: დღეს, ლიბერთის ახალი პროდუქტის ‘გამარტივებული იპოთეკური სესხის’ შესახებ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს.
თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. კახა კალაძემ მას მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.