რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. საქართველოს პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ აქციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.
საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა.
1718 ბრიგადას ( უფროსი ექიმი ირმა ტალახაძე, უმცროსი ექიმი თამარ პაქსაშვილი და მძღოლი შალვა ღუღუნიშვილი) ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ურთულესი ბრძოლის გადატანა დასჭირდათ და საბედნიეროდ, ყველაფერი ექიმების გამარჯვებით დასრულდა, - იტყობინება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
კომუნიკაციების კომისია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა „P.S“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია“ და ის „სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის“.
„სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გვიან ღამით თქვა, რომ კომპანია არ განაახლებდა მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული“.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე კი 10 000 კვ.მ. ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა.
მუსიკალურ ფესტივალზე„არტ-გენი“ დასწრების მსურველებისთვის, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.