5-6 ივლისს, 19:00 საათიდან 01:00 საათამდე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი იგივე გოგიჩა გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე წერს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა იმ რეზიდენტებს შეხვდნენ, რომლებიც დიპლომისშემდგომი მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან.
დიდუბის რაიონის გამგეობამ, სამი თვის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 37 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.
იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის ქართველი ტოჩინოშინი - ლევან გორგაძე ჩართეს, რომლის ქანდაკებაც რაგბის ბურთით ხელში იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა.
ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1 425 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა ასფალტის საფარი.
დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას ითვალისწინებს.
თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.