საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ორდღიანი ფესტივალი დღეს, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდება. საფესტივალო აქტივობები, ხვალ, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება.
იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების რეაბილიტაციის მიმდინარეობას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ზაფხულის შვებულების საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ხვალ, თბილისში, 19.00 საათზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე უფროსი თაობის ადამიანებისთვის ცეკვების საღამო გაიმართება.
დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.
საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მეორე კვარტალში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 732 060 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ივნისის მეორე ნახევრიდან დღემდე არსებული მონაცემებით, რომელიც GUARDIAN.GE-ის წყარომ მიაწოდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა „ტელეიმედს“ რეიტინგებში გადაუსწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.