თბილისის მერიისა და იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.
დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება.
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 5 500 კვ.მ ფართობზე დაიგო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 235 თანამშრომელი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ებრაული კომპანია Offek-ი საფრენი აპარატით (თვითმფრინავი) - Cessna 172 ახორციელებს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.