საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

სრულად...

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე ახლადაშენებულ N88 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების პირველი ნაკადი მიიღეს, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა.

სრულად...

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით, 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული კეთილმოწყობილი სკვერი ეწყობა, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.

სრულად...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. 

სრულად...

თბილისის მერია პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა.

სრულად...

მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

სრულად...

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

სრულად...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებულ 6003 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობამ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაიოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რისი გატანაც განხორციელდა და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი