გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება.
კთბილისში, რწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია 16 სექტემბრიდან 23ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ 30-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „შემოდგომის თბილისი“.
ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით, უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი, - ამის შესახებ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან.
დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „ევროპის მობილობის კვირეული“ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 1 500 კვ. მ ფართობზე ბეტონის საფარი, ხოლო 3 200 კვ. მ ფართობზე - ასფალტის საფარი ეწყობა.
ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.