საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.
თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ.
დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სააგენტოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი ზღვისუბნის IV მიკრორაიონის XI კორპუსთან იგება. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვლა და საგზაო ინფრასტრუქტურა 2 270 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack წინასასკოლოდ ტრადიციულ აქციას იწყებს: 50%-მდე ქეშბექით სარგებლობა 5 სექტემბრიდან ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეეძლება. აქციის ფარგლებში, 12 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის როგორც Visa ასევე, MasterCard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.
კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისობის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.