ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, ბაგებში, ე.წ. მეტრაპარკის დასახლებისა და ილია ჭავჭავაძის I ჩიხის, ამხანაგობა „მზიური რეზიდენსის“ მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც რეკრეაციულ ზონებსა და მეწყერსაშიშ ადგილებში დაგეგმილია ახალი, მრავალსართულიანი სამშენებლო კომპლექსების მშენებლობა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ტაქსების რეფორმის ფარგლებში, პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს.
თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება.
დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის.
დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს, მაისის დასაწყისში დედაქალაქში 90 ერთეული MAN-ის ახალი ავტობუსი შემოვა.
„თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლა-განათლების დაფინანსების პროექტს იწყებს. ხვალიდან თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომელთაც ქულებიც 70 ათასი ან ნაკლებია 50-70 ან 100%-ით დაფინანსებას მიიღებს“, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
თბილისში, კნოლევის ქუჩაზე წინასწარი ინფორმაციით, CO-ს დაგროვების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის" ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიის წარმომადგენლებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.