ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
მთაწმინდაზე, ძმები ზუბალაშვილების ქ. №29/7-ში, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, კახის მუნიციპალიტეტს ეწვია.
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა, იყო შეფასებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შედის და არა პროკურატურის.
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 3 775 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.