საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კახა კალაძის განცხადება, რომ თბილისში მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა, მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის შეფასებით სულაც არ არის დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების შეჩერების სურვილით გამოწვეული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმებისას დაასკვნა, რომ ფოთის მერის მოადგილეებზე დანამატები კანონდარღვევით გაიცა და აღნიშნული თანხა, ჯამში - 13 700 ლარი - ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ხანძარს 71 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ზემო ალვანის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტების საყარაულო ჯიხურში გაჩნდა.
აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი ზაზა ციმაკურიძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს და აცხადებს, რომ იგი „ხალხს ხოცავდა და ასე დაეპატრონა ბორჯომის წყალს და სიმდიდრეს“ და მას „თეთრი არ გადაურიცხია ომისთვის“.
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 თებერვალს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა; ქართული სახელმწიფო სწორედ მისნაირ გმირებზე დგას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.