„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი - იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ", აღნიშნული განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
სს „ქართული ლუდის კომპანია“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა.
„გერმანიის მთავრობამ გამოგვიყო გრანტი, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ითვალისწინებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 240 კერძო სახლი და ასევე 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.
„სიმართლე გითხრათ, ჩემი შვილის ამ ქვეყანაში გაზრდის ძალიან მეშინია. ვიღაცამ რომ რაღაც ვიდეო ჩაუგდოს, შეიძლება ცხოვრება დაუნგრიონ და ციხეში გამოკეტონ ძალიან დიდი ხნით“, წერს „ფეისბუქზე“ გიორგი გასვიანი, რომელიც გორში სამართადამცველებმა, როგორც თავად ამბობს, დააკავეს ბრალდებით, რომ სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, რომელიც არ უნდა ენახა.
ეკონომისტი და ფინანსისტი ზაზა წიქორიძე, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ ბანკში, მათ შორის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ მხოლოდ 500 დოლარით დაიწყო „თიბისი ბანკის“ ბიზნესი და ასე, სხვების დახმარების გარეშე მიაღწია წარმატებას.
„თბილისი სტარტაპ ბიუროსა“ და თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ორგანიზებით, „ტექნოპარკში“ PechaKucha Nights გაიმართა, რომელზეც ღამის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა. დაბადების დღე ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა, თავად შერიგებას არ აპირებს.
ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც დღეს პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.