პარლამენტის წევრმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდი სომეხი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისადმი მიღძვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება.
თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
დედაქალაქის მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი პოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სალომე ლემონჯავას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. ვიდეოდიალოგი სოციალური ქსელის საშუალებით გაიმართა.
თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას უერთდება და მოწოდებით, „ძაღლებსაც აქვთ უფლება“, მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათი სახლს დგამს.
კრწანისის რაიონის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დასასვენებელი სივრცე 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხონ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადება გაავრცელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.