ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, მისი სიტყვებით, „ყველას და ყველაფრის გადამგდებს“, მიმართავს და მიიჩნევს, რომ მას იმის ღირსად მაინც უნდა ჩაეთვალა თავისივე თანამშრომლები, რომ „წესიერად აეხსნა რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი“.
სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო, განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვლის ოჯახის წევრებმა და პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ის დღეს 20 წლის გახდებოდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვლის ოჯახის წევრები და პანკისის ხეობიდან ჩამოსული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართება. ის 20 წლის გახდებოდა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ სამების საკათედრო ტაძარში, დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ.
ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად „თეთრი ყვავი" - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება სპორტის მნიშვნელობასა და განვითარებაზე გამახვილდა.
სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან პირად მონაცემებს ითხოვს და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 58-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი - მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ტერორის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.