„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი. ამაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.
თბილისის მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხობს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერიას 1-ელ ნოემბერს, აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მიმართეს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 15:14 საათზე, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 13 კმ-ში, სოფელ მართგაჯინადან 3 კმ-ში დაფიქსირდა.
2009 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული მიწა, უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რის გამოც მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა. აქედან გამომდინარე ეს მიწა, „ეს კორტები“ დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და გაკეთდება სპორტული კომპლექსი, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალბატონი მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საქართველოში გამთენიისას სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა, ერთ-ერთი საკმაოდ მძლავრი.
11 წლის გოგონა ელენე გიორბელიძე, რომელსაც დღეს დილიდან თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 17:36 საათზე, მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ში, სოფელ ქვიშიანთან დაფიქსირდა.
თბილისში 11 წლის გოგონას, ელენე გიორბელიძეს ეძებენ. ოჯახის ახლობლის განცხადებით, გოგონა დღეს დილით, 08:30 საათზე ძმასთან ერთად სკოლაში წავიდა. არსებული ინფორმაციით, ძმა სკოლაში შევიდა, გოგონა კი - არა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.