საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი ესწრებოდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე ხუთი ხმით აირჩია, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის დედა მივიდა. როგორც დაკავებულის დედამ, მარინა ბეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საპროტესტო აქციებში ის ჩაერთვება.
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სარალიძე, რამდენიმე წუთის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
ახლო მომავალში აბასთუმანში მხოლოდ ელექტრო ავტომობილები ივლის და თვითონ დახარჯავს საკუთარ თანხებს, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივებს დაეხმაროს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.
ჩვენ დღეს ერთად გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამისთვის და გარდაცვლილი ბებიისთვის, რადგან დღეს აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენს ოჯახს – ქართველობის დაცვა, – განაცხადა თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისმა შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: „მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრა NEWS-ს”, “კავკასია”, “იბერია TV-ს” პირისპირ შეხვედრაზე იწვევს.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაა გათვალისწინებული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა საყდრის (ვატიკანის) სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ტიმონ ტიტუს ხმიელეცკი და ვატიკანის ელჩის მოადგილე მამა მიჰაიტა ბლაჟი ეწვივნენ.
კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.