სამოქალაქო აქტივისტი ნინო დანელია პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციას შეუერთდა.
რუსთაველის გამზირზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოქალაქეებს ჩამოართვან კარვები, არის კანონდარღვევა.
ზაზა სარალიძე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ის რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა. მანამდე სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში ზაზა სარალიძის დედა გადაიყვანეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე მივიდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე იმყოფება.
პარლამენტის წინ ვითარება დაძაბულია. საღამოს რვა საათისთვის შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია განახლდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს.
კარვებით ვიცავთ თავისუფლებას! - ამ სახელწოდებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
საწამებელი საკნები, რომლებსაც პატიმრებმა „ვანდალერები“ შეარქვეს - რუსთავის ნომერ მე-6 დაწესებულებიდან მსჯავრდებულმა არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური წამების შესახებ „კურიერს“ სკანდალური წერილი გამოუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.