მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება განაცხადა, რომ ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას.
მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ რუსთაველის თეატრში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა.
მსახიობი და კინოვარსკვლავი კახი კავსაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აძლევს. ამის შესახებ მსახიობმა რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება.
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა სტრუქტურა ჩართო, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. თუმცა მისივე თქმით, ძალიან მალე ლონდონის სასამართლო დაადგენს სიმართლეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, უკვე სერიოზული არ არის.
სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეხმაურება. გიორგი ვოლსკი დაკავებულის განცხადებების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.
„ომეგა ჯგუფის“ მთავარი მოწმე ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით თოლორდავას რომელიც ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტში ამხელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინანდელი საქმე გაუხსენა.
სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც მსჯავრდებულია და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ქართველმა ექიმებმა, დაგვინებული კვლევების გამო, დიაგნოზი ვერ დასვეს, იქნებ, უცხოელმა სპეციალისტებმა დაუსვან დიაგნოზი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.