ვაზიანში ავტომანქანის გადაბრუნებას ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ორი კი, დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მედიაზე დარტყმის ინსცენირებას ახდენდნენ სხვა რაღაცეების გასამართლებლად, აცხადებს ვახტანგ ჭარაია ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით.
არ მივესალმები, რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრივილეგირებულ მდგომარეობას, მედია იქნება ეს თუ სხვა, აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ტელეკომპანია „იბერია" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა. „იბერიის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ დაფინანსების წყაროები საგანგებოდ შეუწყვიტა.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დღეს დილით 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცხედარი მტკვარში გამვლელმა შენიშნა.
სხვა გზა არ დამიტოვეს, აცხადებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის,ზაზა სარალიძის მიერ 10 სექტემბრიდან დაანონსებულ აქციებს უერთდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტების დაფინანსებისთვის დაახლოებით 2.5 მლნ ლარი გამოიყო.
მესტიაში მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3-დღიანი ტურნირი დასრულდა. ტურნირი მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი პარკში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მას ალმოდებული ხე დაეცა და გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.