საზოგადოება

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა. ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი სამხედრო მოსამსახურეებს რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა. 

სრულად...

„მოციმციმე არითმიის კარდიოგრამა“ - ასე აფასებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური პროდუსერი დოდო შონავა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მენეჯმენტს.

სრულად...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი  დოდო შონავა მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროფკავშირმა არხის იმ თანამშრომლებთან ერთად, რომლებმაც მაუწყებლის მენეჯმენტისგან შრომის ახალი პირობები მიიღეს და რომელიც შონავას აზრით, ფაქტობრივად გათავისუფლებაა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. 

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა საქმეში საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დატოვა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მინისტრი აცხადებს, რომ ელოდებიან  გამოძიების და კომისიის მუშაობის დასრულებას და თუ საჭირო იქნება სამინისტროს მხრიდან, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ის კომპეტენციის პირობებში იმოქმედებს.

სრულად...

რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები „ევროპული საქართველოდან“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება კომისიის სხდომაზე სერგო რატიანმა გააკეთა.

სრულად...

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

სრულად...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება

სრულად...

C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამის განხორციელება ჩვენი ხელისუფლების მობილიზაციამ და სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმმა განაპირობა ქვეყანაში C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრისთვის სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეამცირა პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევის ხარჯი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს და პროგრამის ამოქმედების დღიდან მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.

სრულად...

„შავი ზღვის უნივერსიტეტის“  სტუდენტები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ იქნა მიღებული, უსაფუძვლოა და დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი