რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე მისულმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერმა და პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, სამოქალაქო მოძრაობა საზოგადოების წინაშე სულ მალე წარდგება და მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაჩქარება იქნება.
საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე.
საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ ნარკომანია მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა".
მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიული სიით, და ინტერნეტ ტელევიზია „პოსტივის“ წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაესახელებინა მკვლელი. საგამოძიებო კომისიისგან საზოგადოება ამას ელოდა, თუმცა არ დასახელდა.
ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მან საქართველოს მთავრობას ურჩია ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითებს გადახედონ.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ის ენერგია და ფული, რაც კანაფის მოყვანაში უნდა დახარჯონ, უმჯობესია სოფლის მეურნეობაში ჩადონ და ქართველ გლეხს მისცენ საშუალება თავისი მოყვანილი პროდუქტი საზღვარგარეთ გაიტანოს, მისივე თქმით, ქართულ ეკონომიკას არ შეშვენის ამ გზით გაძლიერება.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზაზა სარალიძეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, შესაბამისად მას ვერავინ შეაჩერებს. მელია არჩილ თალაკვაძის განცხადებას არანორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ თალაკვაძე მის გვერდით, რომ მჯდარიყო სკამიდან გადააგდებდა.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანში“განაცხადა, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის. მისივე თქმით, შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებამ გამოსავალი არ დაუტოვა და მათ მიმართეს რადიკალურ ნაბიჯებს.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ასევე მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ულტიმატუმს არ ცვლის და მარტოც, რომ დარჩეს და ზაზა სარალიძემ ჯანმრთელობის მდგომარების გამო ვერ შეძლოს აქციაზე დაბრუნება ის გააგრძელებს უვადო შიმშილობას. მაჩალიკაშვილი ელოდება ხალხის გვერდში დგომას და თავსაც იდანაშაულებს იმაში, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დარჩა იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე მას უდგას გვერდში და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა იყო საუკუნის დანაშული სახელმწიფოს ხელით ჩადენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.