თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მოსახლებისთვის წყლის საფასურის გაზრდის შესახებ, სემეკ-მა მიიღო.
გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.მთავრობის მეთაურმა, რომელმაც დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 11:04 საათზე თბილისიდან 35 კმ-ში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით, თავდაცვის სამინისტროში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს.
საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფების გაზრდას მხარი სემეკ-მა დაუჭირა. მომატებული გადასახადი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
თბილისის მერი საბავშვო ბაღების კვებითი უზრუნველყოფის ტენდერთან დაკავშირებით, აღნიშნულ ტენედერში მონაწილე კომპანია „ელფის" ბრალდებებს ეხმაურება
პანკისის ხეობის სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება დასრულდა. საბჭოს წევრებმა, ადგილობრივებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს განცხადებით მიმართეს.
თბილისში „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.
პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მაჩალიკაშვილის კავშირს აჰმედ ჩატაევთან უარყოფს. დაჭრილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, „რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, სუს-ი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.