ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს თუ ცოცხალი ვიქნები, განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ საავადმყოფოში.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადაჩენა ვერ მოხერხდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება გარკვეული გრაფიკით მოხდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა უკვე შედგა და დღის რომელ მონაკვეთში განხორციელდება დისტრიბუცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი, 11 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ „სპორტული კლუბი არმიას" ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა.
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა. მღებრიშვილმა უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.