წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა.
„ეს არის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში სტუმრობისას.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ორ ტომად ხელნაწერთა ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლიის" პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს. საპატრიარქო ამ წუთებში მცხეთური ბიბლიისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის განახლებული გამოცემის პრეზენტაციას მასპინძლობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.