არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციი"ს ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გამართულ პირველ სხდომაზე მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.
გილოცავთ ყველას უდიდეს დღეს. უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს გენერალ გიორგი კვინიტაძეს სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.