რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა, ბავშვი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა „რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. შემთხვევას, რომელიც წუხელ გვიან ღამით მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.
ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას, აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
თბილისში, ხვალ საშობაო ალილოსთან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მჯდომი სამი მამაკაცი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.