იაპონიაში შეძენილი 100 ჰიბრიდული ელექტრომობილით საპატრულო პოლიცია ისარგებლებს. განცხადება ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
თბილისის მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს უფასო საქალაქო ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსები მგზავრებს დილის ოთხ საათამდე მოემსახურება.
ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს.
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წინასაახალწლო გარევაჭრობა მერიის მიერ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილების გარდა, სხვა ადგილებშიც გაიმართება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტი მრჩევლებთან ერთად, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიასა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.