2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი შესრულდა. დაღუპული ქართველ მებრძოლების პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროები მივიდნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა მიულოცა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.
თბილისში, დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ცალკეული კერების ჩაქრობა ხორციელდება.
თბილისში, გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის" საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის" ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში, განაცხადა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.