ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე ტარიფი „შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს“.
„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ადგილები კი „ახალი ტფილისი“, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ხუთშაბათს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.
„ტავ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.