მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. სასულიერო პირმა „რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები გახდა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ კითხვები გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც მერე ცნობილი იქნება პირველ რიგში, გამოძიებისთვის, შემდეგში უკვე საზოგადოებისთვის, - აღნიშნული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა - საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა“ გახსნა.
საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მივიდნენ. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა.
საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი სცენარის, ავტორი ამ სკანდალისა ქალბატონის სახით, - აღნიშნული განცხადება ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.