დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელზეც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დაკავებული დეკანოზის საქმეზე, საპატრიარქოში ილია მეორესა და მეუფეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.
საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ილია მეორესთან ერთად, ის საპატრიარქოში შეკრებულ მეუფეებსაც შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება. გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინათ მივიდა.
ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება - გაირკვევა მტყუან-მართალი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი თევდორაშვილმა გააკეთა.
საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს. სასულიერო პირების ნაწილმა დაადასტურა, რომ ამ შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს დაკავებულ დეკანოზთან, გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
საგზაო უსაფრთხოების სფეროში წესრიგის დაცვის მიზნით ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოტანას ითვალისწინებს კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.