საქართველო მრავალეროვნული სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიურად ემზადება. წვრთნაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ ფოთის პორტში უკვე შემოვიდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
2020 წლის 3 სექტემბერს, განახლდა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრები, სადაც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ბრიტანეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა; 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
2020 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელმწიფო.
საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან 1994 წელს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს „ფეისბუქზე“ The Eduard Shevardnadze Center, სადაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთისგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. მისი შეფასებით, „ცივი ომის დამთავრებით ყველამ მოიგო, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.