7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციურ მოძრაობასთან „ძალა ერთობაშია“ კახაბერ ოქრიაშვილის პარტიის, „პროგრესი და თავისუფლება“ გაერთიანებას.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძეგარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0022 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე კლუბ „დეჟავუში“ მომუშავე ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებსა და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებებს ასაჯაროებს.
ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული, „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.