დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია, მაღაზიამ კი შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რჩება მთავარ მოთამაშედ, რომელიც მთავარ როლს ითამაშებს ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულში.
„ახლა ვიღებ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ამ პრინციპით „არ იყიდება“ გავდივარ ვაკის არჩევნებში, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მოვიპოვო გამარჯვება“, აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, ბიძინა გეგიძე.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობას და ბანკებს მოუწოდებს, მოსახლეობისგან ვალების ამოღება შეაჩერონ, „ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი“
მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. მათ მცხეთელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აფხაზეთში ორი ქართველი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, ვფიქრობ ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, ოკუპირებულ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე საუბრისას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.