შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ სექტორს დავუდგეთ გვერდით, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი შემოტანილი, ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ რიგებიდან „ლელოში“ წასული დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიზარდა, ახლა ისევ ეცემა და ეს პროცესი „სწრაფი“ ტემპით მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა.
მოქმედმა პარლამენტარმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კვლავ მისი კანდიდატურა არ წარადგინა, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გადაწყვიტა.
იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას იქიდან განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.