საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის, ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობის დატოვებას აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჟივიე ბელარუს"!! - რეალური პოლიტიკური მდგომარეობა ბელარუსის გარშემო ისეთია, რომ როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება გაითამაშოს დასავლეთთან დიდი პოლიტიკური პასიანსი. მოსკოვი ეცდება დაითანხმოს ლუკაშენკო და გახდეს შუამავალი, დიალოგის ინიციატორი მასსა და ოპოზიციას შორის. დასავლეთი, თავის მხრივ, სთავაზობს მოსკოვს, რომ მან "დათმოს" ლუკაშენკოს ხელისუფლება და ექსკლუზიურად დაამყაროს პირდაპირი კავშირი ოპოზიციის საკორდინაციო საბჭოსთან. ან კიდევ, უახლოეს დღეებში "დააჯინოს" თავად ლუკაშენკო და მისი მოწინაღმდეგეები მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული მასშტაბური სისხლისღვრა და უზრუნველყოს ახალი არჩევნების ჩატარება, მშვიდობიან და სამართლიან გარემოში.
„ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.
დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამაყრო ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულება.
კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ & KSH“ კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.