საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას, დაესახელებინა საქართველოს გარდა, მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში არ გაუწია არც ერთი თეთრით ფულადი დახმარება.
საქართველოს პრეზიდენტი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან ალბერ II- მ კორონავირუსი გადაიტანა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე მცირე კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა, რაც გამოკვლეულთა დაახლოებით 0.6 პროცენტია.
აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა. ბიუროში აცხადებენ, რომ აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge.
საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარდგენისას.
დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.
რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.