საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა უსურვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.
საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, “Vande Bharat Mission”-ის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 27 მაისს დაბრუნდებიან დელი-თბილისი-დელის ავიარეისით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპენსაციების გაცემის საკითხზე მთავრობის მიდგომა მაქსიმალურად ლიბერალურია, თუნდაც თვითდასაქმებულების მიერ შემოსავლის დადასტურების თვალსაზრისით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს.
კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისიდან არის და ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.