მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. გარკვეული მისიითა და მიზნებით, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და საქართველოს მთავრობა ამ ხალხს ვერ მიატოვებს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს.
მთავრობას უფლება ექნება, დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება იურიდიულ პირსაც მიანიჭოს. ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან.
დღეს ჩვენ საინტერესო, ზოგჯერ ცხარე დისკუსია, მსჯელობა, გვქონდა. ამ ტრიბუნიდან და ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, რასაც არ დავუბრუნდები, რადგან არავინ არ გამორჩენილა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს - თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია და ამ მიღწევას ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია საბოლოოდ დავარქვათ გამარჯვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პირველი ტალღა გადავლახეთ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტს, რომელიც სამინისტროს მიერ თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას შეეხებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტი არაერთ მცდარ ინფორმაციას და უზუსტობას მოიცავდა.
საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ, პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.