პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს.
ვეკითხები ივანიშვილს - შენი კუდ-ზონდერი, წარსულში ასლან აბაშიძის საბაჟო სპეცდანიშნულების შეფი, არის თუ არა დასაჭერი ამ დანაშაულებრივი განცხადებისთვის?! , - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მერაბ ბლადაძის მუქარას „გაბედეს“ წევრების მიმართ.
ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.
2020 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე შეეხება 2003 წელს მსუბუქ ავტომანქანაზე ჯავშანტრანსპორტიორის (სამხედრო მანქანის) შეჯახების შედეგად, მომჩივან მაია საყვარელიძის ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს.
სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უმასპინძლა. საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც რეფორმის მაკოორდინირებელი უწყების, უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.