საქართველოს თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადეს.

სრულად...

1122 წელს, დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და თბილისის საამირომ, რომელიც არაბთა ბატონობის შედეგად შეიქმნა, თავისი ლამის 400 წლიანი (736 - 1122წწ.) არსებობა შეწყვიტა! დღეს კი, რა ხდება? რაც ხმლით ვერ შეძლო მტერმა, ახლა "თავისუფალი ბაზრის და ბიზნესმენების" მეშვეობით ახერხებს, რაშიც ფულზე სულგაყიდული ქართველები ეხმარებიან! 

სრულად...

აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში,  თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0116 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

სრულად...

გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაწევრიანების ინიციატივით გამოდის.

სრულად...

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო, - აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ამერიკული წყარო ავრცელებს. 

სრულად...

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი