რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მე-9 საავადმყოფოში ჟურნალისტებთან საუბრისას.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა პარასკევს კენჭს უყრის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას 2020 წლის 31 იანვარს დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით. 12 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დიდი უმრავლესობით მოსულმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კენჭისყრა დაასრულებს „დაყოვნებას და აღშფოთებას“ და უზრუნველყოფს „სიცხადეს“.
„2009 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავეს და ბრალი მოქალაქე დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის, აგრეთვე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. შედეგად, ცოტნე გამსახურდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი“, წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და განაგრძობს:
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის თქმით, სასამართლოზე წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს.
თბილისის ხეჩინაშვილის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათი გაგრძელდა, დასრულდა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად არსებული ხარვეზების აღმოფხვრისადმი სისტემური მიდგომა ამ ტრაგიკულმა ფაქტმა დააჩქარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. დანაშაულებრივი ფაქტი ვაკის რაიონში, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც "112"-ის მომსახურების საფასურს 20 თეთრიდან 50 თეთრამდე განსაზღვრას გულისხმობს. ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს, სირთულეების მიუხედავად, შემართებისა და მეტი ოპტიმიზმისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.