საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სრულად...

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს დღეს წარუდგენენ.  

სრულად...

ბათუმში პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. 

სრულად...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის ობსტრუქციაში დაადანაშაულეს და შესაბამისად კენჭისყრებიც ამ ორ საკითხზე გაიმართა. თითქმის ყველა „დემოკრატმა“ მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტს და უკლებლივ ყველა „რესპუბლიკელმა“ ხმა მისცა წინააღმდეგ. ახლა უკვე საკითხის განხილვა სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეადგენენ და სადაც იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება, თუმცა პრეზიდენტი სავარაუდოდ გამართლდება, რადგან სენატს მისი თანაპარტიელები აკონტროლებენ.

სრულად...

ამერიკელების უმეტესობა, 57%, შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ფიქრობს, რომ ტრამპმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც იმპიჩმენტს იმსახურებს, მაშინ როცა 54%-ს სჯერა, რომ არსებობს საკმარისი სამხილი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრა შედგეს, იტყობინება BBC სტატისტიკის ვებ-გვერდ „FiveThirtyEight“-ზე დაყრდნობით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რეალურად სურთ მისი იმპიჩმენტი. კვლევის თანახმად, 47% მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, მაშინ როცა ამდენივე - 47% ამის წინააღმდეგია.

სრულად...

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში აგვისტოში სოფელ ბობნევში საოკუპაციო ზოლის მიმდებრედ ადგილობრივ მოსხლეობასთან დაპირისპირების საქმეზე, ბრალი წაუყენეს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. ისტორიული დღე პროცედურაზე დებატებით დაიწყო, რასაც მოგვიანებით, სავარაუდოდ საღამოს, კენჭისყრა მოყვება.

სრულად...

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 16 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან „ ვასაძე - ივანიშვილის ბიზნესი“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, ისინი შეხვედრების ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი