აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი", რომელზეც სენატორების წინაშე პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი წარდგნენ.
ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა Facebook-ზე დაწერა.
არაფერი შეცვლილა, ჩვენ როგორიც ვიყავით, ისეთი ვართ, ნინო ბურჯანაძე როგორიც არის, იმის სწამს, ჩვენ მხოლოდ სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნის მიზნით გავერთიანდით ,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციებთან დაკავშირებული საკითხზე საუბრისას.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მცხოვრებ ვეფხო გუგეშაშვილსა და ია ალიბეგაშვილს ესტუმრა, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის განცხადებას, ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ „საზიზღარი“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.