ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უცხო ქვეყნების დიპლომატების შუამავლობით გამართული დღევანდელი შეხვედრა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით ჩატარების შესაძლებლობას განიხილვადა, სრულიად უშედეგოდ დასრულდა და საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა იქნება თუ არა პიკეტირება, ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე ოპოზიცია დამატებით გაივლის კონსულტაციებს.

სრულად...

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, რამდენიმე მაღაზიაში ხანძარი იყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

სრულად...

ჩვენი ამოცანა არ არის რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ შეხვედრის დაწყების წინ, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ნათია მეზვრიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. კვლევამ სახელმწიფო სერვისების მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი შეისწავლა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.

სრულად...

მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით თავდასხმა განახორციელა, ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ყოფილი პატიმარი იყო. როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი, საპატიმროდან პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომელსაც მამაკაცის და ქალის სიცოცხლე შეეწირა, სამმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო.

სრულად...

მოკლულია საზოგადოების ორი წევრი ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

სრულად...

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ლელო“ დავით უსუფაშვილის და ფიქრია ჩიხრაძის პოლიტიკურ პარტიებთან ერთიანდება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი