დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას.
გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები გამოაძევეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი სამშობლოში ზაქსენის მიწიდან 26 ნოემბერს გაამგზავრეს.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში. განაცხადა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
პარლამენტში დაგეგმილი პლენარული სესია დღეს აღარ ჩატარდება, თუმცა, გაიმართება დანიშნული კომიტეტის სხდომები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.