საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ ადასტურებს იმ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც უწყება არ დაეთანხმა საპატრულო პოლიციის უფროსი განცხადებას აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოუყენებლობის შესახებ.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 26 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ გამოუყენებია, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ლირის გასამყარებლად მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვას დოლარზე და უცხოური ვალუტით ეროვნული ვალუტა შეიძინონ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის" პრობლემაზე.
გორში ჯარისკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის დათხოვნაში იმყოფებოდა. დაჭრილი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მას სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მან დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 28 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.