"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულებისას რუსეთის საელჩოსთან მივიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტსა და უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდა, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო ძალები საქართველოდან.
დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდება, Brexit-ის საკითხზე გამართულ გადამწყვეტ რეფერენდუმზე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქართველ ხალხს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობა მიულოცა და სამების მშენებლობაში მონაწილე ადამიანების წვლილი აღნიშნა.
ბელარუში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერეის- „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, გაიხსნა ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აცხადებს, რომ მისი ძმის შეწყალების საქმეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი აჭიანურებს.
ენგურის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მიმოსვლა აიკრძალა. გალის მკვიდრის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს შეუძლიათ.
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ დაკავებული ქართველი ექიმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამის გამო ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან (27 ნოემბერი 2019 - 15 მაისი 2020 წ.) დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 23 ნოემბერი ბორბალზე წამების, ხოლო 6 მაისი მისი აღსრულების დღეა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მან აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.