თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვა და განაცხადა, რომ „შაჰ აბასმა ვერ გადატეხა ამ ხალხის ნება და რამენაირად ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტოვებენ.
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ. მათ მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა.
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას და მწვავე პროტესტს იქამდე გააგრძელებს, სანამ ხელისუფლება ოპოზიციის მოდელზე არ დათანხმდება, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ოპოზიციას პლებისციტის შესახებ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მანამდე ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი უნდა მიიღოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლოში არ გამოცხადდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში კალანდია ამბობს, რომ ის მის ადვოკატს ენდობა და პროცესზე დასწრება არ სურს.
“ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წელს არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ჩაშლიან.
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი ფადი ასლი ღია წერილს აქვეყნებს. ფადი ასლის განცხადებით, ICC-იმ მიიღო გადაწყვეტილება არ დაესწროს 2019 წლის 26 ნოემბერს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.