დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას საქმიანობის ორწლიან ანგარიშს აცნობს. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ოთო კახიძე და ირაკლი აბესაძე იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ. ამასთან, კახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის მნიშვნელოვან შემცირებაზე გადადის, დაზოგილი თანხა კი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვით პროგრამებს მოხმარდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პარლამენტის შენობასთან პიკეტირებისთვის მისული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თვითბლოკადა მოიწყო, აქციები კი „გაგრძელდება გამარჯვებამდე და მოუწევთ ხალხის სურვილის შესრულება“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იმ სურათის წარმოჩენა იყო, რომელიც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული.
გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სახელმწიფოს ბლოკირების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„საბრძოლო მოქმედებების არენას დაემსგავსა ეს მთაწმინდა. უცხო ადამიანმა რომ შეხედოს, ეგონება, რომ ომი იწყება ქალაქში. ხომ ხედავთ საერთოდ რა ხდება მთაწმინდაზე ხალხო. გაუგონარი მდგომარეობაა“, განაცხადა პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ძალების აქტივთან ერთად მისულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.